|
2018-06-07 13:34:24, 894 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ბრიუსელში იმყოფება
7-8 ივნისს ბრიუსელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ბელგიის სამეფოში იმყოფება. უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინისტერიალის ფარგლებში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) ფორმატში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის. შეხვედრაზე ლევან იზორია ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით წარსდგება. ნატოს ახალ შტაბ-ბინაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს ხორვატ და უნგრელ კოლეგებთან გამართავს. იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ხორვატიის თავდაცვის სამინისტროსთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)