13:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 13:25:47, 1017 ნახვა

სამართალი
ერგნეთში ტატუნაშვილის საქმეზე IPRM-ის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი შეხვედრა იმართება.

შეხვედრის მთავარი საკითხი, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაა.

ქართული მხარე ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას წარუდგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ დღეს ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხს დააყენებენ.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს. ასევე, ვისაუბრებთ დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებულ პასუხგაუცემელ კითხვაზე. გამახვილდება ყურადღება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე, ჩვენი თანამოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებსა და ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებზე,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზეც.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics