|
2015-05-28 17:24:15, 359 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს ულოცავს. „თქვენო აღმატებულებავ, დიდი პატივია ჩემთვის გადმოგცეთ გულითადი მოლოცვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით. აზერბაიჯანელმა ხალხმა უამრავ გამოწვევას გაუძლო, რომ დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრიობა და შეექმნა წარმატებული, სტაბილური და დამოუკიდებელი სახელმწიფო. დღეს ჩვენ აშკარად ვხედავთ თქვენი ქვეყნის წინსვლასა და კეთილდღეობას. ღრმად მწამს, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში ჩვენ გავხდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის, კიდევ უფრო მეტი წინსვლისა და განვითარების მოწმენი მომავალში. ჩვენს ქვეყნებს შორის, მჭიდრო ისტორიული კავშირის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს მადლიერებას თქვენი ურყევი მხარდაჭერისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს ყველა სამომავლო საქმიანობაში, რომელიც მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხის მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)