07:22 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 15:19:20, 2127 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. 

კომისიის შემადგენლობას მხარი 95 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი ერთი დეპუტატი იყო. 

გარდა ამისა, დეპუტატებმა კომისიის თავმჯდომარეც აირჩიეს. თავმჯდომარის პოსტზე ორი დეპუტატი იყო წარდგენილი - "ევროპული საქართველოდან" სერგი კაპანაძე და საპარლამენტო უმრავლესობიდან ენძელა მაჭავარიანი. 91 დეპუტატმა სერგი კაპანაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი, ერთი კი, წინააღმდეგი იყო. 

ცნობისთვის, კომისია 17 წევრისგან შედგება. საპარლამენტო უმრავლესობა: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე;
„ევროპული საქართველო“: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი; „პატრიოტთა ალიანსი“- ადა მარშანია; დამოუკიდებელი დეპუტატი - სალომე ზურაბიშვილი; კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics