11:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 12:00:58, 893 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ინტერნეტის მეშვეობით ინფიცირების მცდელობას მომხმარებელთა თითქმის მესამედი დაექვემდებარა

საქართველოში 2018 წლის იანვარ-მარტში მომხმარებელთა 31.4% დაექვემდებარა ბოროტმოქმედი ვირუსებით დასნებოვანების მცდელობას ინტერნეტის მეშვეობით.

„კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენლობის ინფორმაციით, ეს მსოფლიოში რიგით  მე-14-ე მაჩვენებელია. 

2017 წლის პირველ კვარტალში  საქართველო შედიოდა ინფიცირების მცდელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლების  ოცეულში. ამის შესახებ მოწმობენ კომპანია „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები, რომლებიც მიღებულნი იქნენ Kaspersky Security Network (KSN)-ის დახმარებით.


 

ქვეყანა

% მაჩვენებელი  2018წლის იანვარ-მარტში

1.

ბელარუსი

40,90

2.

უკრაინა

40,32

3.

ალჟირი

39,69

4.

ალბანეთი

37,33

5.

მოლდავეთი

37,17

6.

საბერძნეთი

36,83

7.

სომხეთი

36,78

8.

აზერბაიჯანი

35,13

9.

ყაზახეთი

34,64

10.

რუსეთი

34,56

11.

ყირგიზეთი

33,77

12.

ვენესუელა

33,10

13.

უზბეკეთი

31,52

14.

საქართველო

31,40

15.

ლატვია

29,85

16.

ტუნისი

29,77

17.

რუმინეთი

29,09

18.

კაპარი

28,71

19.

ვიეტნამი

28,66

20.

სერბეთი

28,55

„კიბერდამნაშავეები სულ უფრო და უფრო აფართოებენ მათ არეალს ინტერნეტში, ტეხენ უფრო და უფრო მეტ საიტებს  და განათავსებენ თავიანთ  მავნებელ სკრიპტებსა და პროგრამებს, მათ შორის კრიპტოვალიუტის  შენიღბული  მაინინგისათვის.  ასეთი მდგომარეობა უფრო აქტუალურია საქართველოსათვის, რომელიც  გახდა მსოფლიო ლიდერი კრიპტოვალიუტის  ყიდვა-გაყიდვისა და ინვენსტიციების  სფეროში.  შესაბამისად, თაღლითები სხვადასხვა ხერხით ექსპლოატაციას უწევენ საქართველოს კრიპტოვალიუტის მომხმარებელთა ინტერესს, მოტყუებით სთავაზობენ შევიდნენ ბოროტმზრახველთა საიტებზე, რომლისაგან თავის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ სიმამაცითა და ეფექტური ანტივირუსული პროგრამებით“, - აღნიშნავს „კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოსა და სომხეთში, კიბერსაშიშროებების ექსპერტი არმენ კარაპეტიანი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics