14:41 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 12:06:49, 1228 ნახვა

ეკონომიკა
რაულ ეჩებერია: საქართველოში ინტერნეტტექნოლოგიების დანერგვის მოდელი შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გამოვიყენოთ

„დღესდღეობით ინტერნეტსაზოგადოების უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პოლიტიკა და რეგულაციები. ჩვენ განვიხილავთ იმ პოლიტიკას, რომელმაც უნდა დაარეგულიროს ინტერნეტმმართველობის მოდელი. ის უნდა შემუშავდეს ყველა მოთამაშის მონაწილეობით და ასახოს ყველა ის მოთხოვნა თუ საჭიროება, რომელიც დღეს არსებობს ინტერნეტსაზოგადოებაში“, - ამის შესახებ  ინტერნეტსაზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა,  რაულ ეჩებერიამ მედიის წამომადგენლებთან განაცხადა.

ეჩებერია თბილისში მიმდინარე მასშტაბური ინტერნეტმმართველობის ფორუმის, „ევროდიგ2018“-ის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელია.

მისი განცხადებით, „ევროდიგის“ ფარგლებში მიმდინარე დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერნეტსაზოგადოებებისთვის. „ჩვენ სხვადასხვა პანელზე სხვადასხვა თემას განვიხილავთ, მათ  შორის ინტერნეტმმართველობის ზოგად გამოწვევებს, თუ რა ვითარებაა ამ მიმართულებით მსოფლიოში და ევროპის ქვეყნებში. მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც, ერთ-ერთ პრობლემად რჩება ინტერნეტის ხელმისაწვდომობა  და ვცდილობთ,  რომ აღმოვფხვრათ ეს უდიდესი პრობლემა“ -  აღნიშნა  ინტერნეტსაზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა.

ეჩებერიას შეფასებით, ამ კუთხით ძალიან საინტერესო გამოცდილება გვაქვს საქართველოში - „ინტერნეტსაზოგადოება, მთავრობა,  მოსახლეობა, ასევე სხვადასხვა კერძო კომპანიები თანამშრომლობენ იმისთვის, რომ ინტერნეტისადმი წვდომა უზრუნველყონ მათთვის, ვისაც ეს აქამდე არ ჰქონია. ამ თანამშრომლობის არაჩვეულებრივი მაგალითი გვაქვს თუშეთში განხორციელებული პროექტის სახით. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების სხვადასხვა სექტორების თანამშრომლობის საფუძველზე უახლესი ტექნოლოგიები დაინერგოს იქ, სადაც ეს ტექნოლოგიები არასოდეს ყოფილა. ამ მოდელის გამოყენება შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში“, - აცხადებს რაულ ეჩებერია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics