11:16 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 09:52:08, 1113 ნახვა

საზოგადოება
მემანქანეების გაფიცვის გამო, მეტროსადგურები დღესაც დაკეტილია

მემანქანეების გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დღესაც გაჩერებულია. 

ქალაქში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები კი მგზავრებს კვლავ უფასოდ ემსახურებიან.

თბილისის მერიაში გაფიცული მემანქანეებისა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის მერი და შეხვედრის მონაწილეები ამჯერად გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე წავლენ, სადაც მეტროს სხვა მემქანანეები არიან შეკრებილი და მოლაპარაკებებს იქ გააგრძელებდნენ.
შეხვედრა გლდანის დეპოს შენობაში 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

შეხვედრაზე მეტროს მემანქანეების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა აქტივისტებიც შევიდნენ, თუმცა, მერის მოთხოვნით, მათ ოთახი დაატოვებინეს. 

შეხვედრის მსვლელობისას, მემანქანეების ნაწილმა დედაქალაქის მერთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მემანქანეებმა ჟურალისტებთან საუბარში განაცხადეს, თბილისის მერი კახა კალაძე მათ ეუბნება, რომ ხელფასების მომატებას მერია 2019 წლიდან განიხილავს, რასაც მემანქანეები არ ეთანხმებიან. დეპოს მორიგის, ვანო მარუაშვილის თქმით, ამ დროისთვის პროტესტი გრძელდება და მეტრო დღეს მუშაობას არ განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ მეტროს მემანქანეები 3 ივნისს დილიდან გაიფიცნენ.  
გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მენანქანეები ხელფასების 45 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics