2018-06-05 09:44:06, 990 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს, 2.4558 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4558 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4735 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0177 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. 1 ევრო დღეს, 2.8794 ლარი იქნება, გუშინ, მისი შეძენა 2.8962 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0168 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,