|
2018-06-05 08:26:39, 1089 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (SACT) მეთაურს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემირმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (SACT) მეთაურთან, გენერალ დენის მერსიესთან, რომელიც საქართველოში ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი (SNGP) 2018 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადების საკითხი. ყურადღება გამახვილდა ნატო-ში გაწევრიანების მზადების კონტექსტში ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის (SNGP) მნიშვნელობაზე. აღინიშნა SNGP-ის განხორციელებაში მიღწეული პროგრესი და SNGP-ის წარმატებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების აქტიური წვლილი. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. მინისტრმა ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (SACT) მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებზე. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით ნატო-საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას. გენერალმა მერსიემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოსადმი საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და აღნიშნა ქართული შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის მაღალი დონე.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)