23:08 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 15:05:22, 310 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: უშიშროების სამსახური წინა ხელისუფლების შეცდომაა

„უშიშროების სამსახური წინა ხელისუფლების შეცდომაა და დღევანდელი ხელისუფლების კატასტროფა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირეობის წევრმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ სუს-ი კაგებე-ს გადმონაშთია და ის უნდა გაუქმდეს.

„რაში სჭირდება სუს-ს რაიონში წარმომადგენლობა, მხოლო იმაში, რომ გააკონტროლოს ვინ ვის შეხვდა, რომელი პოლიტიკოსი, არასამთავრობო ჩავიდა, ვინ ვის დაურეკა და ესაუბრა და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია დააგროვოს და მერე აკონტროლოს. ის პირდაპირ შედის ადამიანების პირად ცხოვრებაში. შესაბამისად, თუ გვინდა, რომ ეს არ არსებობდეს ქვეყანაში, აღნიშნული სამსახური უნდა გავაუქმოთ, საბჭოთა წარსული საბჭოთა კავშირს უნდა ჩავაბაროთ და ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში დავიწყოთ დავიწყოთ ცხოვრება“, - განაცხადა ვაშაძემ.

დეპუტატის შეფასებით, სუს-ის ფუნქციაა, რომ პოლიტიკური ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები გააკონტროლოს.

„რაც შეეხება კონტრდაზვერვის ან ანტიტერორისტულ ფუნქციას, ეს საერთოდ სხვა სამსახურებია. მას არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს და არც აქვს სუს-ის დღევანდელ ფუნქციებთან. ზოგადად ამ კაგებეშნიკურ მოდელთან, რომელიც ქვეყანაში არის, ეს არის დამღუპველი არა მარტო საზოგადოებისთვის, არამედ ხელისუფლებისთვისაც. ის იყო წინა ხელისუფლების შეცდომა და დღევანდელი ხელისუფლების დროს კატასტროფაა. იმდენად ბინძურ იარაღად იქცა... მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს ურეკავენ, ეუბნებიან არ წახვიდე არსად რა ესაქმებათ, რა სუს-ის საქმეა ვინ ვის შეხვდება და ვინ რომელ ღონისძიებაზე წავა. ქვეყანაშ ეს უნდა დამთავრდეს, თუ ხელისუფლება ამას არ იზავს ამას ჩვენ გავაკეთებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics