14:30 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 18:47:26, 1358 ნახვა

კომენტარი
სარალიძე: აქციები გაგრძელდება - თუ 10 რიცხვამდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, ყველა ნახავს შედეგებს

მთავრობის ადმინისტრაციაში ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის ზაზა სარალიძის, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ერთობლივი შეხვედრა დასრულდა.

როგორც სარალიძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები უცვლელად გაგრძელდება.

"აქციები პარალელურად გაგრძელდება. საბოლოო სიტყვა მითხრა პრემიერმა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს გადავდგები თუ არაო. ჩვენ წაყენებული გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, მის გადადგომასთან დაკავშირებით. თუ 10 რიცხვამდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, ყველა ნახავს შედეგებს. დააკავონ მირზა სუბელიანი, მკვლელები და ყველა ის ადამიანი, ვინც მტკიცებულებების გაყალებებასა და ფალსიფიცირებაში მონაწილეობდნენ. მინისტრი იყო, გამომძიებელი, ვინ გასცა ფარდულის დანგრევის ბრძანება და ასე შემდეგ. ყველა მოთხოვნა უცვლელია, სისტემა უნდა დაინგრეს. პრემიერმა მითხრა, ახლავე დავტოვებ თუ გინდა გადადგომაო, მაგრამ ველოდები შედეგებს. ვითხოვ სისტემის ჩამოშლას. გახარიამ ვერაფერი მითხრა, რა უნდა ეთქვა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics