23:08 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 14:56:33, 450 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე ყოფილ თანაპარტიელებზე: ფრაქციის დანარჩენი წევრები, სადაც უნდა იქ იპოვონ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისი ყოფილი თანაგუნდელების მიერ პარლამენტში ფრაქციის შექმნა მათთვის ხელის შემშლელი არ არის.

ამის შესახებ ვაშაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ განუცხადა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „ქართული ოცნების“ ორწლიანი მმართველობის შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

რეგლამენტის თანახმად, ფრაქციის შესაქმნელად სულ მცირე 6 დეპუტატია საჭირო. 

გიორგი ვაშაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ შეიძლება იყვნენ ფრაქციის დანარჩენი წევრები.

„ფრაქციის შექმნა ჩვენთვის ხელის შემშლელი არ არის. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაგრძელებთ. ხედავთ, დღესაც აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას, ატიურად ვართ პარლამენტში და ყველაფერს ვაკეთებთ. ღმერთმა გაუმარჯოთ, სადაც უნდათ იქ იპოვონ ფრაქციის დანარჩენი წევრები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics