13:27 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 18:01:30, 1509 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მამის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

საჩხერის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მამის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული, წარსულში  ნასამართლევი ა.ხ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე  მუხლის მეორე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, საჩხერის მუნიციპალიტეტში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევმა ა.ხ–მ  მამამისს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სახეში ხელი გაარტყა და მაკრატლით ზურგის არეში  მიაყენა დაზიანება. ა.ხ–ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ა.ხ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე  მუხლის მეორე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics