10:50 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 10:47:11, 1229 ნახვა

კომენტარი
კალაძე: გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

„მეტროს თანამშრომლების გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არსებულ ავტობუსების ნაკადებს არსებულ რეზერვებსაც დაამტებენ.

„ვინაიდან მიმდინარე გაფიცვა პირდაპირ მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებისკენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი (მხედველობაში მაქვს მუნიციპალური ავტობუსები) მოსახლეობას მოემსახუროს უფასოდ. ამასთან, არსებულ ავტობუსების ნაკადებს დავამატებთ ჩვენს ხელთ არსებულ რეზერვებს“, - განაცხადა კალაძემ და მემანქანეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს:

„მოვუწოდებთ მეტროს მემანქანეებს, ნუ დაარღვევენ კანონს, დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნუ დააყენებენ საკუთარ ინტერესებს მთელი ქალაქის მოსახლეობის ინტერესებზე და კანონზე მაღლა და დაუყონებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ დაუშვან, რომ მათმა გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა დააზარალოს დედაქალაქი და მოსახლეობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო, დილიდან დედაქალაქის ყველა მეტროსადგური დაკეტილია.

 

კალაძე: ის, რომ მეტრო მგზავრებს არ ემსახურება, შეიძლება შეფასდეს როგორც შანტაჟი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ

 

კალაძე: მეტროს მემანქანეთა ხელფასები მეტია ვიდრე პატრულის, სასწრაფოს ექიმის და მეხანძრე-მაშველების

 

კალაძე: არ დავუშვებ მერიის სტრუქტურებში ხელფასების მატება მოხდეს მეტროს საფასურის ზრდის ხარჯზე





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics