11:16 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 20:56:32, 1172 ნახვა

საზოგადოება
ვაკის პარკში მიმდინარე აქციის მონაწილეები კარვების დადგმას გეგმავენ

ჩვენ აქ ვიქნებით ბოლომდე, სანამ პარლამენტთან აქციები არ დასრულდება, - ამის შესახებ ვაკის პარკში მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა. 

ორგანიზატორთა ინფორმაციით, ადგილზე მიიტანენ კარვებს, საწვიმრებს, განათებებს, რათა შეკრებილები არ დაიშალონ და აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდეს.

აქცია ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის ოჯახების სოლიდარობის ნიშნად  იმართება.

ორგანიზატორების თქმით,  ისინი მხარს უჭერენ ზაზა სარალიძეს და იზიარებენ მის მოთხოვნას ყველა დამნაშავის დასჯასა და სისტემური დამნაშავეების გამოვლენასთან დაკავშირებით, თუმცა ემიჯნებიან პოლიტიკური პარტიების მცდელობებს, ოჯახური ტრაგედიის პირადი ინტერესებისთვის გამოყენების თაობაზე.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics