13:28 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 11:13:50, 1426 ნახვა

სამართალი
სოფელ ბუკნარში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2 მძიმედ დაშავდა

სოფელ ბუკნარში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა გვიან ღამით ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.  არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ცოლ-ქმარია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 176-ე მუხლის მე-7 ნაწილით  მიმდინარეობს, რაც  სატრანპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics