10:55 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 23:26:24, 1143 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე: მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ზვიად კუპრავას დაკავება იგეგმება

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი უფლებადამცველის, ზვიად კუპრავას დაკავებას გეგმავს.

სარალიძის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რა მოტივით იგეგმება კუპრავას დაკავება.

„მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გახარიას უწყება აპირებს ზვიადის გაქრობას. დამიდექით ყველა გვედით, მთელ საქართველოს ვუხმობ. პროვოკაციაზე წამოვიდა ხელისუფლება! ძირს ხელისუფლება! ან თქვენთან ერთად ან მარტო, თავს შევაკლავ და მაინც მივაღწევ სიმართლეს! გთხოვთ ყველას. დამეხმარეთ ჭეშმარიტების მიღწევაში. ისინი კიდევ დგავენ ნაბიჯებს, რომ გაგვანეიტრალონ, მაგრამ არ მივცემ ამის უფლებას“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამის შემდეგ მისმა მხარდამჭერებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და სარალიძე კვლავ კარავში შეიყვანეს. აღსანიშნავია, რომ კარვის გარშემო მისი მხარდამჭერები იმყოფებიან და კარავში შესვლა რიგით მოქალაქეებს აღარ შეუძლიათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics