|
2015-05-28 12:22:50, 549 ნახვა
პოლიტიკა
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება განხორციელდა
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება განხორციელდა, რომელიც უნებართვო საქმიანობების განმახორციელებლებს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლებას ანიჭებს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორამციით, საქმიანობის განმახორციელებლებს დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე შეხვდა და კანონით განთვალისწინებული ახალი რეგულაცია გააცნო. კანონის მიხედვით მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭებისათვის, საქმიანობის განმახორციელებელი სამინისტროში წარადგენს, როგორც ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშს, ისე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეულ გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკს. აღნიშნული გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში შესრულების შემდეგ, საქმიანობის განამხორციელებელი უფლებამოსილი იქნება სამინისტროს ნებართვის მისაღებად მიმართოს. შეხვედრაზე, მხარეებმა კანონში განხორციელებული ცვლილებებისა და აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)