10:41 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 15:54:00, 1066 ნახვა

საზოგადოება
მუხიანში, გობრონიძის ჩიხში ასფალტის დაგების სამუშაოებს კახა კალაძე გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან ერთად, მუხიანში, ალექსანდრე გობრონიძის  ჩიხში მიმდინარე  გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

„ეს არის სამხედრო დასახლება, გზა არასდროს ყოფილა. რაც მთავარია, მოვაწესრიგეთ კანალიზაცია, წყალი, სანიაღვრე სისტემა და დღეს უკვე ბოლო ეტაპი - ასფალტის დაგება დავიწყეთ. რამდენიმე დღეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთლიანად დასრულებული იქნება. მიხარია, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, მსგავსი სამუშაოები ხორციელდება. გზების თვალსაზრისით, ქალაქში უამრავი პრობლემაა და შესაბამისად, ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ყველაფერი მოგვარდეს და მოწესრიგდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას საკრებულოს მაჟორიტარი ქეთევან ჯოხაძე და გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძეც გაეცნენ.

ალექსანდრე გობრონიძის  ჩიხში 241 მეტრზე  მოეწყო სანიაღვრე სისტემა, 2250 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი ასფალტის საფარი დაიგება.

გამგეობის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 115 000 ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს.

გობრონიძის  ჩიხი, ავჭალა 1-ში, მუხიანის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მდებარეობს, სადაც წყალარინების ქსელი არ არსებობდა. გასულ წელს,  გლდანის რაიონის გამგეობამ დასახლებაში ქსელი  4 688 მეტრზე მოაწყო, ხოლო 12 470 კვადრატულ მეტრ ფართობზე  ასფალტის საფარი დააგო.

მიმდინარე წელს აღნიშნული დასახლებაში გაბაშვილის I, IV, V გასასვლელში, ქუჯი ერისთავის, საგუბარას, ვარაზაშვილის და ლურჯქედის ქუჩებზე, ჯამში 9 650 კვ.მ-ზე  ასფალტის საფარი დაიგო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics