|
2015-05-28 11:58:09, 444 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე: მერიაში 500-მდე ადამიანი უკანონოდაა დასაქმებული
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი აბესაძე დედაქალაქის მერიაში მიმდინარე უკანონო საკადრო პოლიტიკაზე საუბრობს. როგორც მან საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის 500-მდე ადამიანი, რომლებიც დეკემბერში ჩატარებულ ტესტირებაში ჩაიჭრნენ, მერიაში ამ ეტაპზე უკანონოდ არიან დასაქმებულები. აბესაძის თქმით, ეს ადამიანები მერიაში მოვალეობის შემსრულებლებად თებერვალში დაინიშნენ და მათ საქმიანობის უფლებამოსილების ვადა გუშინ ამოეწურათ. როგორც საკრებულოს დეპუტატი განმატავს, კანონის თანახმად უფლებამოსილების შემსრულებლად 3 თვის ვადით ინიშნებიან. „თბილისის მერია კვლავ ავლენს უპასუხისმგებლო და ტენდენციურ დამოკიდებულებას საკადრო პოლიტიკის გატარების მიმართულებით. გუშინ ფაქტობრივად ამოიწურა ის ვადა, რომლის განმავლობაშიც მერიაში დანიშნულ მოვალეობის შემსრულებელს, რომელთა უმრავლესობა „ქართული ოცნების“ წვრების ნათესავები და მეგობრები არიან, უნდა გაევლოთ კონკურსი. სხვა შემთხვევაში უნდა დაეტოვებინათ თანამდებობები“, - აღნიშნა აბესაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)