09:44 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 17:37:40, 1245 ნახვა

კომენტარი
შვილმკვდარი დედა ახალგაზრდებს: 73 წლის ქალი მოგიწოდებთ თავი არავის დააჩაგვრინოთ

აქ მოვედი ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ მშვილმკვდარმა დედამ და პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა. 

როგორც ქალბატონმა აღნიშნა, მისი შვილი 12 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე დიდი სიჩქარით მმოძრავმა ავტომობილმა შეიწირა. მანვე დასძინა, რომ აღნიშნული ფაქტის გამო არავინ დასჯილა. 

"მეც შვილმკვდარი დედა ვარ. ჩემი შვილი ამ გამზირზე მოკლეს- ის ვიღაცის ქეიფს შეეწირა, მანქანამ გაიტანა და სამართალი ვერ ვნახე. საქმე 3 თვეშ დაიხურა. ყველაფერი ნათელი იყო. მადლობას ვუხდი სარალიძეს და მაჩალიკაშვილს, რადგან მათ გააგრძელეს ბრძოლა. მე ეს ვერ გავაკეთე. ესკლესიაში დავემხე. ეკლესიაშიც უნდა მევლო და უნდა მებრძოლა იმისთვის, რომ ჩემი შვილის მკვლელი გასამართლებულიყო. 12 წლის შემდეგ, მე მას ყველაფერს ვპატიობ, მაგრამ არ ვაპატიებ, რომ რომელიმე ჩემი შვილიშვილს თმა ჩამოუვარდეს არაკანონიერად. თაყვანს ვცემ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს, მუხლებზე დავიჩოქები, მაგრამ ხეიბარი ვარ. დავიჩოქები ყველას წინაშე ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, ახალგაზრდობისთვის, გენაცვალეთ პატარა ბიჭებო და გოგოებო. 73 წლის ქალი კი არ გაქეზებთ, არამედ მოგიწოდებთ თავი არავის დააჩაგვრინოთ. აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. გვინდა მომავალმა თაობამ იცოცხლოს და გაიხაროს.  მხარს ვუჭერ ყველას აქციას. მხარს არ ვუჭერ ნარკოტიკს, მაგრამ მხარს ვუჭერ იმას, რომ კლუბი უნდა იყოს. მაგრამ არა ნარკოტიკული საშუალებებით გაჯერებული. ამ ფულით გატენილ ჩინოსნებს და მთავრობას შვილები საზღვარგარეთ ჰყავთ, რომლებიც იქ მაგრად ერთობიან, ჩვენმა შვილებმა რა დააშავეს. ჩვენი ასეთი მდიდარი ქვეყანა, რატომ არის ასეთი უბედური?!", - განაცხადა აქციის მონაწილე ქალბატონმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics