|
2018-06-01 14:54:57, 1171 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე: აქციის მოთხოვნები, ამ ეტაპზე, ზაზა სარალიძის უშუალო ინტერესს არ უნდა გასცდეს
"გირჩის" ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით აქციას საწყის ეტაპზე კონკრეტული და დროში სწრაფად შესრულებადი მოთხოვნები უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, მოთხოვნები უშუალოდ ზაზა სარალიძის ინტერესიდან - დაისაჯოს მისი შვილი მკვლელები - უნდა ამოდიოდეს. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ გაითვალისწინებს აქციის მონაწილეთა კონკრეტულ და დროში სწრაფად შესრულებად მოთხოვნებს (მაგ.: საგამოძიებო კომიისიის შექმნა, სადაც უმრავლესობას ოპოზიციური პარტიები შეადგენენ და კომისიის სხდომები იქნება ღია და გამჭვირვალე), ჯაფარიძის აზრით, მათ ექნებათ ლეგიტიმური უფლება, წამოაყენონ უფრო დიდი პოლიტიკური მოთხოვნები. ჯაფარიძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აქციაც ისევე დასრულდება, როგორც 13 მაისის მოვლენები. "ჩემი აზრით, რა არის გასაკეთებელი და რატომ: აქციას უნდა ჰქონდეს კონკრეტული, გასაგები და დროში სწრაფად შესრულებადი მოთხოვნები. ეს აქცია არის მოკლული ახალგაზრდის მამის აქცია და მას აქვს ერთადერთი მიზანი - დაისაჯონ მისი შვილის მკვლელები და ისინი, ვინც მათ ხელს აფარებდა. ამიტომ, აქციის მოთხოვნა უნდა იყოს ისეთი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რომელსაც უპირველეს ყოვლისა ექნება ამ ადამიანის და შემდეგ ფართო საზოგადოების ნდობა. ასეთი შეიძლება, იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელშიც უმრავლესობა და თავმჯდომარის პოზიცია ექნება საპარლამენტო ოპოზიციას. ოპოზიციაში არ იგულისხმება პატრიოტთა ალიანსი, რადგან არ არის სანდო. გასაგებია, რომ პარლამენტში მყოფი სხვა ოპოზიციური ჯგუფების მიმართაც საზოგადოებაში არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, მაგრამ მათ, მინიმუმ, ის მოტივაცია აქვთ, რომ მაქსიმალურად გააშავონ ოცნება და ამის ხარჯზე მოიპოვონ პოლიტიკური დივიდენდები. ეს ნიშნავს, რომ თუ რამე დამალა ოცნების პროკურატურამ, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან ყველაფრის სინათლის შუქზე გამოტანას. შეიძლება, ტყუილებზეც წავიდნენ, მაგრამ ეგეც ატანადია ამ რეალობაში. მეტი სანდოობისთვის მნიშვნელოვანია ამ კომისიაში მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც და სხდომები იყოს საჯარო. რაც მთავარია და, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია - ამ კომისიაში უნდა იყვნენ ზაზა სარალიძის ნდობით აღჭურვილი პირები. თუ ზაზა სარალიძე არ ენდობა კომისიის შემადგენლობას, ასეთ კომისიას აზრი არ აქვს (ეს პრინციპი უნდა იყოს მომავალში პროკურატურის რეფორმის ერთერთი ამოსავალი პრინციპი - დაზარალებულს უნდა ჰქონდეს პროკურორად ნებისმიერი ადამიანის არჩევის უფლება. ნებისმიერის, ვისაც ენდობა). აქციამ უნდა დადოს ეს შედეგი. თუ აქციის მოთხოვნები ამ ეტაპზე იქნება უფრო ზოგადი (მაგ.: სისტემის რეფორმა) ან უფრო პოლიტიკური (მაგ.: მთავრობის გადაყენება) და გასცდება ზაზა სარალიძის უშუალო ინტერესს - კონკრეტული მკვლელების და ხელის დამფარებლების დასჯა - აქციაზე მოვა ნაკლები ადამიანი და შეუძლებელი იქნება რაიმე შედეგის მიღება (ეს დაემართა 13 მაისის აქციას).თუ აქცია დადებს ისეთ საგამოძიებო მექანიზმს საპარლამენტო კომისიის სახით, რომელსაც ექნება მოკლული ახალგაზრდის მამის ნდობა, ეს საგამოძიებო კომისია დაშლის სისტემას (დაადგენს მკვლელების ვინაობას? დაადგენს, ვინ აფარებდა ხელს? დაადგენს, ვინ გაანადგურა მტკიცებულებები? და სხვა) - ანუ მიაღწევს უფრო ფართო მიზანსაც, ვიდრე კონკრეტული დამნაშავეების დასჯაა. თუ ხელისუფლება უარს იტყვის ასეთი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე - მაშინ ყველასთვის, მათ შორის იმათთვისაც, ვინც დღეს უფრთხის აქციაზე პოლიტიკურ მოთხოვნებს, გასაგები გახდება, რომ სისტემა ჩადგა თავდაცვით რეჟიმში და არ აპირებს დათმობას. შესაბამისად, ბუნებრივად დადგება დღის წესრიგში სხვა, პოლიტიკური ხასიათის მოთხოვნები (მაგ.: მთავრობის გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები) და ასეთ შემთხვევაში ეს მოთხოვნები კი არ დააფრთხობს, არამედ, პირიქით, აქციაზე გამოიყვანს უფრო მეტ ადამიანს. ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი სწორი და თანმიმდევრული გზა, რომელიც გაგვიყვანს შედეგზე. თუ ამ ლოგიკას ეთანხმებით, მაშინ გასაგებია რომ ყველა, ვინც დღეს ცდილობს გაუაზრებელი მოთხოვნები დააყენოს, აზიანებს აქციას და უსინდისოდ მოქმედებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე (ცხადია, ეს არ ეხება ზაზა სარალიძეს)", აცადებს ჯაფარიძე. მან აქციებში პოლიტიკოსების აქტივობაზეც ისაუბრა: "არანაირი შინაარსი არ აქვს, ჩემი აზრით, ადამიანების გაკიცხვას იმის გამო, რომ ისინი ერიდებიან პოლიტიკოსებთან და პარტიებთან აფილირებას. ერთი - ამის საკმარისი საფუძველი აქვთ; ორი - გაკიცხვით ისინი აზრს არ შეიცვლიან. კი, მე თუ დავდგები ტრიბუნასთან და ვიყვირებ, ზუსტად ვიცი, რომ ამით დავაფრთხობ ბევრს (მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავზე არ ვარ მაინც და მაინც ცუდი წარმოდგენის), ვინც სხვა შემთხვევაში გვერდით დაუდგებოდა ზაზა სარალიძეს. და არ მგონია ეგ მორალური საქციელი", განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)