09:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 14:09:34, 1171 ნახვა

საზოგადოება
„თიბისიმ“ „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბის“ 90-მდე ახალი წევრი ორდენებით დააჯილდოვა

„მრავალშვილიანი თიბისელების კლუბს" წელს 90-მდე წევრი შეემატა. ტრადიციულად, კლუბის ახალ წევრებს სპეციალურად მათთვის დამზადებული ორდენები გადაეცათ.

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ყოველ წელს იმართება. პროგრამის მიხედვით, თიბისის ყველა 3 შვილიანი თანამშრომელი ორდენით ჯილდოვდება. იმ თანამშრომელს, რომელსაც მეოთხე ან მომდევნო შვილი შეეძინება, თიბისისგან პრემიის სახით 10 000 ლარი გადაეცემა. ხოლო მეექვსე შვილის შეძენის შემთხვევაში, ბანკი თანამშრომელს 50 000 ლარით აჯილდოებს.

პროგრამის  მიზანია  ქვეყანაში დემოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესება და თანამშრომლებზე ზრუნვა.

600 000 ლარის ფინანსური მხარდაჭერა 48 მრავალშვილიან თიბისელს. ეს თიბისის შიდა სოციალური პროგრამის, „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბის" 5 წლის შედეგებია.

„მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი" მამუკა ხაზარაძის ინიციატივით 2013 წელს ჩამოყალიბდა, თიბისის  სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

კლუბი უკვე 400-მდე თიბისელს აერთიანებს.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics