02:20 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 14:11:56, 2355 ნახვა

სამართალი
შსს - არსებობს ეჭვი, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე გარკვეული პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს ყველა იმ პირს, რომლებმაც ხორავას ქუჩზე მოზარდების მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვის შედეგებზე პირდაპირ ან ირიბად მოახდინეს გავლენა, - ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მან საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც უწყება ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით ამჟამად ახორციელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.

კერძოდ, გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის შესაბამისი პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამგვარი ქმედებებით ისინი გამოძიების ვერსიის დანგრევას და გარკვეული პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობდნენ.

გუშინ უკვე გამოიკითხა რამდენიმე პირი. გამოკითხვები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მკვლელობის საქმეზე გუშინ გამოაცხადა განაჩენი, რომელიც, როგორც ცნობილია, პროკურატურის მიერ გასაჩივრებული იქნება ზემდგომ ინსტანციაში.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზევე დაადგინა და დააკავა ის პირები, რომლებმაც ბრალდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაული დაფარეს.

ამჟამად მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს ყველა იმ პირს, რომლებმაც ამ უმძიმესი დანაშაულის სასამართლო განხილვის შედეგებზე პირდაპირ ან ირიბად მოახდინეს გავლენა", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics