09:47 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 11:14:00, 1130 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: მოზარდების მკვლელობის საქმეში ახალი ვეღარაფერი გამოიკვეთება

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დამნაშავედ ცნობილი გ.ჯ-ს ადვოკატის განცხადებით, გუშინ გამოძიება დაუკავშირდა მათ ექსპერტს და ექსპერტიზისთვის საჭირო მასალების დაუყოვნებლივ გადაცემა მოითხოვა.

"საქართველოს პროკურატურას სურს, საქმეში ჩართოს კვალიფიციური პროკურორები აშშ-დან, აგრეთვე სურთ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალა გადაეგზავნოს შვეიცარიაში სპეციალური კვლევ ისთვის. ანუ იკვეთება გარემოება, რომ ინსტიტუციები, რომლებიც მოწოდებულია, რომ დადგნენ სიმართლის მხარეს და გამოკვეთონ ყველა გამოძიებაში სიმართლე, არ არიან ეფექტურები და საჭირო გახდა საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტების ჩართვა", - განაცხადა კახა პაპავამ.

ადვოკატი დარწმუნებულია, ახალი არაფერი გამოიკვეთება.

"ბრიტანელმა ექსპერტებმა გააკეთეს განცხადება, რომ ის მასა, რომელიც მათ ექსპერტიზისთვის მიეწოდა, უკვე საკმაოდ დაზიანებულია. დარწმუნებული ვარ,  ახალი ვერაფერი გამოიკვეთება", - აღნიშნა კახა პაპავამ.

საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში დამნაშავედ ცნობილი ორი მოზარდისთვის  სასჯელის დანიშვნის სხდომა მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics