09:46 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 01:52:54, 1197 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: პარლამენტთან ჩემი მისვლა უმრავლესობამ პოზიტიურად მიიღო, თუმცა მცირე ჯგუფმა განცხადების გაკეთების საშუალება არ მომცა

„ჩემი მისვლა იქ მდგომი ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო პოზიტიურად, მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა არ მომცა საშუალება ბოლომდე გამეკეთებინა ჩემი განცხადება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან პარლამენტთან მისვლის მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ პირველ რიგში, სურდა მოკლული დავით სარალიძის მამისთვის და სხვა გარდაცვლილების მშვობლებისთვის თანაგრძნობა გემოეცხადებინა.

„ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება. ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ჩემი ხალხის გვერდით. არასდროს მოვრიდებივარ, რომ მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან. პირველ რიგში მივსულიყავი მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან და სხვა გარდაცვლილების მშობლებთან, რომლებიც იქ დგანან. გავაკეთე ეს მიუხედავად იმისა რომ აბსოლუტურად ყველა მეუბნებოდა და ვიცოდი, რომ პროვოკაციები იყო მოსალოდნელი. ყველამ დაინახა, რომ ჩემი მისვლა იქ მდგომი ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო პოზიტიურად, მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა არ მომცა საშუალება ბოლომდე გამეკეთებინა ჩემი განცხადება“, - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეებთან დღს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა, თუმცა მომიტინგეებმა მას სხვადასხვა ნივთები ესროლეს და სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან აღნიშნა, რომ ხვალიდან ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს შსს გამოიძიებს და ამ პროცესს შს მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. ასევე, პრემიერმა განაცხადა, რომ მოკლული მოზარდების მშობლებს საშუალება ექნებათ, გამოძიებისგან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ. პრემიერი მთავარი პროკურორის გადადგომასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრს დაავალა, ახალი მთავარი პროკურორი მაქსიმალურად ფართო ფენების ლეგიტიმაციით იქნას შერჩეული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics