09:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 01:21:53, 1560 ნახვა

საზოგადოება
ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა მინისტრს უნდობლობას უცხადებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიზე გიორგი გახარიას უნდობლობას უცხადებს.

სარალიძე პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა და მისი გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

„კვირიკაშვილმა თქვა რომ გახარიას უწყება გამოიძიებს ამ საქმეს. ორი თვის წინ მე მივმართე ბატონ გიორგი გახარიას ტელევიზიით, რომ მინდოდა მასთან შეხვედრა და გამეიარებინა ჩემი ეჭვები ამ საქმესთან დაკავშირებით. მან მე არ მომისმინა და არც მიმიღო. ამის მერე ვენდო გახარიას უწყებას?  ველოდები შემდეგ განცხადებას პრემიერის გადადგომის შესახებ. გადადგეს პრემიერი!  მათ ისევ სურთ რომ ჩვენ მოგვატყუონ, გადადგეს პრემიერი და დაიშალოს მათი სისტემა“,- მიმართა სარალიძემ პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

ცნობისთვის, პრემიერმა განაცხადა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებას გიორგი გახარია უხელმძღვანელებს და ამ პროცესს თავად გააკონტროლებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics