08:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 23:16:27, 1210 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე: სისტემა უკან არ იხევს და გადაწყვიტა, ბოლომდე გამანადგუროს

„სისტემა უკან არ იხევს, სისტემამ გადაწყვიტა, რომ მე ბოლომდე გამანადგუროს“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არც ერთი პირი არ არის დასჯილი, რომელიც მისი შვილის მკვლელობაში იღებდა მონაწილეობას.

„ჩემო ძმებო და დებო, მე როგორც ვხედავ სისტემა უკან არ იხევს, სისტემამ გადაწყვიტა, რომ მე ბოლომდე გამანადგუროს. არც ერთი პირი არ არის ჯერჯერობთ დაკავებული ჩემი შვილის მკვლელებიდან, ყველა გარეთ არის. საქართველოს დატოვების უფლებაც მისცეს. ვინ დგას ამ საქმის უკან, ვინ დგას პროკურატურის უკან?! მე პირადად აქ ვიდგები მანამ, სანამ ჩემი, სამართლიანობის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სანამ დაკავებული არ იქნება ყველა ის პირი, ვინც უხეშად ჩაერია ჩემი შვილის მკვლელობაში, ვინც უხეშად ჩაერია შვილის მკვლელობის საქმის გაყალბებაში. თითქმის 6 თვეა ამ საქმეს მყარად ვუდგავარ, ცოტა დავიღალე, მაგრამ მაინც განვაგრძობ ბრძოლას მანამ, სანამ ჩემი შვილის მკვლელები ყველა სააშკარაოზე არ გამოვა. თავს შევაკლავ და არ მივცემ უფლებას არ პროკურატურას, არც პროკურატურის ზემდგომ ინსტანციებს, რომ ჩემს შვილს სულში ჩააფურთხოს“, - განაცხადა სარალიძემ.

მან ასევე მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდ მადლობა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს. ყველა, მსოფლიოს კუთხეებიდან გვერდში გვიდგას, სოლიდარობას გვიცადებენ არა მარტო მე, არამედ ყველა შვილმოკლულ მშობელს. ძირს სისტემა!“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics