|
2018-05-31 22:52:55, 1305 ნახვა
საზოგადოება
ზვიად კუპრავას ინფორმაციით, მირზა სუბელიანმა ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადეს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის უფლებადამცველმა ზვიად კუპტრავამ განაცხადა, რომ მირზა სუბელიანმა ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა. „ახლა მატყობინებენ, რომ მირზა სუბელიანმა დატოვა ქვეყანა ოჯახთან ერთად“, - აღნიშნა კუპრავამ. ცნობისთვის, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სწორედ მირზა სუბელიანის პასუხისგებაში მიცემაა. ისინი ასევე პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. გარდა ამისა, მათი მოთხოვნებია: პასუხისგებაში მიეცეს უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე; გადადგეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ასევე მოსამართლეები - მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე. ადგილზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. ცოტა ხნის წინ აქციას რეგიონებიდანაც შეურთდნენ. ასევე აქციაზე მივიდნენ სპორტული კლუბის „დინამოს“ წარმომადგენლები. გარდა ამისა, აქციაზე საქართველო-საფრანგეთის რაგბის მატჩზე მყოფი მოქალაქეებიც მივიდნენ და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადეს. რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის სრულად გადაკეტილია. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)