|
2018-05-31 20:02:44, 1472 ნახვა
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: სირიის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება, საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად აფასებს. ამასთან დაკავშირებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, გიგი წერეთელის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გავრცელდა. „როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ვგმობ სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. სირიის მხრიდან აღნიშნული ქმედება სრულ წინააღმდეგობაშია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საყოველთაოდ მიღებულ რეზოლუციებთან და დეკლარაციებთან", - აღნიშნულია გიგი წერეთლის ოფიციალურ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ არაერთ რეზოლუციაში და ვილნიუსის, სტამბულის და თბილისის დეკლარაციებში, საქართველოს სუვერენიტეტი და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი ტერიტორიული მთლიანობა, ცალსახად არის მხარდაჭერილი. საერთაშორისო რეზოლუციებით ასევე მოთხოვნილია რუსეთის ფედერაციას მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება, აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია და დევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების პროცესის ხელშეწყობა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)