08:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 18:36:56, 1078 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ცქიტიშვილი: მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს

„გენერალურმა პროკურორმა თანამდებობა დაუყონებლივ უნდა დატოვოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ის რაც დღეს თბილისში ხდება, პროკურატურის მიმართ ნდობის ღმრა კრიზისზე მეტყველებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეს პარლამრნტის საგამოძიებო კომისია გამოიძიებს.

მაგრამ იმავდროულად ის რაც დღეს თბილისში ხდება, საზოგადოების პროკურატურის მიმართ ნდობის ღმრა კროზისზე მეტყველებს, რაც არა მხოლოდ ამ საქმიდან გამომდინარეობს.

მიმაჩნია, რომ გენერალურმა  პროკურორმა თანამდებობა დაუყონებლივ უნდა დატოვოს.

პარლამენტის საგამოძიებ კომისია აუცილებლად დადებს ობიექტურ შედეგს", - წერს ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე მის მომხრეებთან ერთად პროკურატურის შენობასთან მას შემდეგ მივიდა, რაც სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული ერთი არასრულწლოვანი გაამართლა, ხოლო მეორეს მუხლი გადაუკვალიფიცირა და იგი მკვლელობის ნაცვლად, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ზაზა სარალიძის თქმით, სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერ კიდევ თავისუფლად დადიან. აქედან გამომდინარე იგი დამნაშავეების დასჯას და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics