|
2015-05-27 20:06:42, 422 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ანდჟეი დუდას პოლონეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანდჟეი დუდას პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს. „გულწრფელად გილოცავთ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მოღვაწეობაში თქვენს ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის განსამტკიცებლად. პოლონელმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი, როდესაც გამოხატა ნდობა თქვენდამი. ეს კი არის თქვენი ქვეყნის დაუღალავი შრომისა და წარმატების შედეგი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პირადი წვლილის წყალობით მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსა და პოლონეთს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ. ამავე დროს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენი ქვეყნის უპირობო მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებებისადმი, რომლებიც დაკავშირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებასა და ჭეშმარიტად ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობასთან“, - ნათქვამია მილოცვის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)