00:52 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 13:08:50, 1198 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ არ ვიცით ვინ მოკლა დავით სარალიძე

„სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ არ ვიცით ვინ მოკლა დავით სარალიძე“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად სწორედ სარალიძის მკვლელობა ედებოდა, თუმცა ამ ნაწილში ის გამართლდა.

„ გამოძიებით დაუდგენელიავინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები. ეს იყვნენ მთავარი მოწმეები თუ სხვები. გამოძიება არ არის სრულად და ობიექტურად ნაწარმოები. დადგინდა, რომ ნამდვილი მკვლელები არიან გარეთ“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მუხლი გადაუკვალიფიცირდა და განზრახ მკვლელობის ნაცვლად, განზრახ მკვლელობის მცდელობაში სცნო დამნაშავედ.

ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმეში ჩართული გამომძიებლების და პროკურორის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს.

„ფაქტობრივად დადგინდა, რომ ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან. ახლა უნდა გადაწყვიტოს პროკურატურამ რა ღონისძიებებს გაატარებს იმ გამომძიებლების და პროკურორების მიმართ, რომლებმაც გააყალბეს მტკიცბულებები და დამალეს ნამდვილი დამნაშავეები“, - აღნიშნა ადვოკატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაამართლა დავით სარალიძის საქმის ნაწილში. მეორე ბრალდებული გ.ჯ სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო, თუმცა არა მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში. რაც შეეხება სასჯელის ოდენობას აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ცალკე სხდომას ჩანიშნავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics