00:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 19:37:49, 1489 ნახვა

სამართალი
ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა.

მოსამართლე ეკა არეშიძე განაჩენს ხვალ, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა დაასრულა, შემდეგ კი, სასამართლოს რეპლიკით არასრულწლოვანმა ბრალდებულებმა მიმართეს.

როგორც დაცვის მხარის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულის ადეკვატური სასჯელი მიესჯებათ.

 „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სასამართლო არ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომელიც არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო, დაესაბუთებინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც მთელი სხდომის განმავლობაში აპელირებდნენ. ფაქტობრივად, საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა მთლიანად გააბათილა ის, რაც დაფიქსირებულია ბრალდების საბრალდებო დასკვნაში.ბრალდების მხარემ საკუთარი მოწმის ჩვენებები, რომელიც მათ პოზიციას ეწინააღმდეგებოდა, სრულად დააიგნორა, საკუთარ მოწმეებს მიაწერა ისეთი ფრაზების წარმოთქმა, რაც მოწმეებს საერთოდ არ ჰქონდათ ნათქვამი“, - განაცხადა კაკაბაძემ.

 ცნობისთვის, მოსამართლე ხვალ განსაზღვრავს, გამამტუნებელ განაჩენს  გამოიტანს, თუ გამამართლებელს. ამის შემდეგ კიდევ ერთ სხდომას ჩანიშნავს, სადაც გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულებს სასჯელის ვადას განუსაზღვრავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics