08:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 18:06:28, 1761 ნახვა

საზოგადოება
2 ივნისს აქცია „არა ოკუპაციას, რუსეთი სირია!“ გაიმართება

სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარების გამო 2 ივნისს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. 

აქციის სახელწოდებაა - "არა ოკუპაციას, რუსეთი სირია!". შესაბამისი ღონისძიება სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები წერენ, სირიის რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანიბის შებღალვა მოხდა.

"რუსეთის მარიონეტად ქცეულმა სირიის ხელისუფლებამ, რუსეთის მთავრობის წაქეზებით მოახდინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, რაც კიდევ ერთი მტრული ნაბიჯია რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. ორგანიზაცია ახალი ანაბეჭდი/New Imprint და მოძრაობა მესამე ოპოზიცია მოგიწოდებთ, რომ კვლავ გამოვიჩინოთ ერთობა და სიმტკიცე. გელით ყველას რუსთაველის გამზირზე! ავიმაღლოთ ხმა რუსეთის ზღვარსგადასული ქმედების წინააღმდეგ! ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი აქციით არაფერი შეიცვლება ცდებით! დამთავრდეს შიში ხმის ამოღებისა! ახლა, როგორც არასდროს ისეა საჭირო ერის გაერთიანება. მოგიწოდბთ ყველას, განურჩევლად ერისა, სარწმუნოებისა, ასაკისა, სქესისა, მსოფლმხედველობისა, ორიენტაციისა მოხვიდეთ და დადგეთ თქვენი ქვეყნის სახელით, თქვენივე ქვეყნისთვის ბრძოლაში ! ასევე მოვუწოდებთ სხვა არასამთავროებსა და მოძრაობებს შემოგვიერთდნენ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ! #არაოკუპაციას #გაერთიანებულისაქართველო", - წერია ორგანიზატორების განცხადებაში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics