08:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 16:02:30, 1215 ნახვა

კომენტარი
ზოიძე: რა უნდა გავაკეთოთ? ომი გამოვუცხადოთ რუსეთს, თუ ტოჩინოშინი გავაგზავნოთ ემისრად, ზეწოლა რომ განახორციელოს პუტინზე

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე "ევროპული საქართველოს" წევრს, სერგო რატიან პოლიტიკუ ცინიზმში ადანაშაულებს. 

როგორც ზოიძემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია რის გაკეთებას სტავაზობს "ევროპული საქართველო" მმაართველ გუნდს რუსეთთან დაკავშირებით. 

„პოლიტიკური ცინიზმია დააბრალო შენ ოპონენტს ის რისი გულისთვისაც პოლიტიკურ მიუსავლეთში გაგაგზავნა მოსახლეობამ და დააბრალო იმ ძალას, რომელმაც მოქალაქეების ნება გამოხატა. ცინიზმია დააბრალო ვაკის პარკში მშნებელობის დაწყების ნებართვის გაცემა, რომელიც გაცემულია თქვენი ხელისუფლების მიერ. დარწმუნებული ვარ ჩვენი, ხალხის მიერ არჩეული მერი ამას არასდროს გააკეთებდა. ცინიზმია, პოლიტპატიმრობა დააბრალო ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების გათელვის სიმბოლო იყო. პოლიტიკური ცინიზმია ის, რომ აღიარება და რუსეთთან პოლიტიკა, რომელიც პირდაპირი შედეგია თქვენს მიერ გატარებული პოლიტიკის, დააბრალო ამ ხელისუფლებას. მე ცოტა არ მესმის ბატონო სერგი, რა უნდა გავაკეთოთ? - ომი გამოვუცხადოთ რუსეთს, თუ ტოჩინოშინი გავაგზავნოთ ემისრად, ზეწოლა რომ განახორციელოს რუსეთზე და პუტინზე. არ ვიცი - მე მართლა ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გააკეთო იმ სიტუაციაში, რომელშიც, თქვენი დამსახურებით მოვხვდით“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics