|
2018-05-30 15:32:58, 1564 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე IRI-ის კვლევაზე: ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ მზის ჩასვენება დაიწყო - ხალხი გამოფხიზლდა
"ხალხი გამოფხიზლდა, სამ ოპოზიციურ პარტიას, ჩვენის ჩათვლით, უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ IRI-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა. დეპუტატის შეფასებით, "შეუძლებელია, რომ იმ უსამართლობას და ძალადობას, რომელიც ქვეყანაშია, ხელისუფლებისთვის შედეგი არ მოეტანა". საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დასძინა, რომ " ქართული ოცნების" მზის ჩასვენება დაიწყო. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტია. ხელისუფლება ხალხის თვალში მარცხდება და " ქართული ოცნება" ამ რეიტინგსაც ვერ შეინარჩუნებს. შეუძლებელია, რომ მომავლისთვის "ქართული ოცნების" რეიტინგი ამ მაჩვენებელზე შენარჩუნდეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ გრძელდება ხელისუფლების უზურპაცია და ძალადობა. სასიამოვნოა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი გაიზარდა. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც რეიტინგით მეორე ადგილზეა და სერიოზულ განაცხადებას აკეთებს ხელისუფლების შესაცვლელად. ხელისუფლება, რომ მარცხდება ხალხის თვალში ადასტურებს ამ გამოკითხვის სხვა შედეგები. არავინ ენდობა მთავრობას, პრემიერმინისტრის აპარატს და არ ენდობა არავინ ამ შენობაში მოკალათებულ დეპუტატებს და რაც ყველაზე სავალალოა, არავინ ენდობა სასამართოს, როგორც წინა გამოკითხვით, ახლაც სასამართლო ბოლო ადგილზეა, ის ხელისუფლების მიერაა მართული", - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, IRI-ს კვლევის თანახმად, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს გამოკითხულთა 27% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 17% კი, ენმ-ს“.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)