|
2018-05-30 13:24:52, 1019 ნახვა
სამხედრო
EOD-ის ინსტრუქტორთა განაღმვის სწავლება დაიწყო
საინჟინრო ბრიგადაში აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) ფეთქებადი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის (EOD) ასეულის ინსტრუქტორების მიერ განაღმვის სწავლება დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების (EOD) ასეულის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. სწავლება სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე ქართველი სამხედრო ინჟინრები მრავალფუნქციური პორტატული რენტგენის აპარატის მუშაობას შეისწავლიან. რენტგენის აპარატით, რომელიც ქართულ მხარეს EUCOM-მა გადასცა, შესაძლებელია საეჭვო პაკეტების შემოწმება, აფეთქების შემდგომი კრიმინალისტიკური ექსპერტიზა, იარაღის შემოწმება, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირება. სწავლების მეორე ეტაპზე კი, შემოწმდება ინსტრუქტორების მომზადების სამივე ფაზის შედეგები და შემდეგ კი, ქვედანაყოფისთვის საჭირო სწავლებები დაიგეგმება. EUCOM-ის მიერ დაგეგმილი სწავლება ნატოს ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის" ნდობის ფონდის პროექტ ,,საქართველო IV"-ის ფარგლებში დაიწყო. სწავლების დასრულების შემდეგ პირად შემადგენლობას შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)