07:53 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 13:20:49, 1258 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე: ნებისმიერ ადამიანს შევხვდები, ოღონდ ჩემს მიერ წარმოდგენილ ჯგუფთან ერთად

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვანის მამის, ზაზა სარალიძისა და პრეზიდენტის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

შევედრას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის ულებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ.

 როგორც ზაზა სარალიძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთაერში განაცხადა,  შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული მიმდინარე პროცესები.

 „იმ კითხვის ნიშნებზე ვისაუბრეთ, რომელზეც პრაქტიკულად პასუხი გაცემული მაქვს, მაგრამ პროკურატურას არ უნდა აღიაროს. გასაგებად და დეტალურად გავაცანი ყველაფერი პრეზიდენტის ადმინისტრაციას.  იქიდან გამომდინარე, რომ მხარდაჭერა გვაქვს, სიმართლემ აუცილებლად უნდა იზეიმოს“,- განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლები დაპირდნენ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებენ.

ზაზა სარალიძეს თქმით, ის კვლავ მზად არის შეხვდეს მთავარ პროკურორს, თუმცა საქმეში ჩართულ პროკურორებთან საუბრის აზრს ვერ ხედავს.

„აბსოლუტურ თანხმობას გამოვხატავ მე ისევ და ისევ, ნებისმიერ ადამიანს შევხვდები, თუმცა აქამდეც ვთქვი და გავიმეორებ, იგივე პროკურორებს თუ უნდა ვესაუბრო, აზრს ვერ ვხედავ, მაგრამ მაინც თანახმა ვარ. ჩემ მიერ წარმოდგენილ ჩგუფთან ერთად შევხვდები, პრობლემას ვერ ვხედავ. ნებისმიერ ადამიანს შევხვდები, გინდ ძალოვანი სტრუქტურა იყოს, გინდა ოპოზიცია იყოს და გინდა პოზიცია, ოღონდ, ჩემ მიერ წარმოდგენილ ჯგუფთან ერთად და ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ ძალიან ვთხოვ მათ, კანონიერ ადვოკატზე როცა საუბრობენ. უკანონობა მალხაზ კაპანაძემ თვითონ ჩაიდინა და გაასაჯაროვა გუშინ ყველაფერი“, - განაცხადა სარალიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics