|
2018-05-29 19:45:42, 1393 ნახვა
პოლიტიკა
ელიზაბეთ რუდი: სირიის რეჟიმის გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების მხრიდან რეაგირება მოჰყვება
„ამერიკის შეერთებული შტატები აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ცნობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა, სირიის რეჟიმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას აშშ-ის მხრიდან რეაგირება მოყვება. „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენული განუყოფელი ნაწილია, შეერთებული შტატები ამ ორი რეგიონის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ცნობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევევად აფასებს. შეერთებული შტატები მოუწოდებს სირიას, რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს, გააუქმოს ამ ტერიტორიების ე.წ. რესპუბლიკებად აღიარება. მინდა ავღნიშნო, რომ შეერთებული შტატების მხრიდან აუცილებლად მოყვება შედეგი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - აცხადებს ელიზაბეთ რუდი შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)