07:09 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 19:16:40, 1299 ნახვა

კომენტარი
ნინო გოგუაძე: ეს არის რეჟიმის მიერ რეჟიმის მხარდაჭერა და ვერავითარი გავლენა ვერ ექნება საერთაშორისო დონეზე

„ეს არის რეჟიმის მიერ რეჟიმის მხარდაჭერა და ამას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება საერთაშორისო დონეზე“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  რუსეთის მოკავშირე სირიის ამჟამინდელი, საკუთარი ხალხის განადგურებისთვის მომართული რეჟიმია, ხოლო საქართველოს მოკავშირე - მთელი საერთაშორისო ცივილური საზოგადოება.

„ნიშანდობლივია, რომ როდესაც რუსეთის და სირიის აგრესორი რეჟიმები ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებენ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობენ.

რეზოლუციით, რომელიც დამოუკიდებლობის 100 წლისთავისთვის მომზადდა, ჩვენი პარტნიორები გმობენ რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებენ. სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი აგრესიას და ხალხის ერთმანეთისგან გათიშვას უპირისპირებს და გამოხატავენ მზადყოფნას ამერიკასა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მეტი თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics