07:09 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 19:08:20, 1105 ნახვა

კომენტარი
ყოლბაია: სირიის რეჟიმის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს

„სირიის რეჟიმის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის“, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმები ამ ფაქტით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში ილუზიების შექმნას ცდილობენ.

„სირიის ძალადობრივი რეჟიმის მხრიდან, რომელიც ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებს საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, საქართველოს ამ ძირძველი კუთხეების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება  არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის.

სირიის  რეჟიმის მიერ  მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება შევაფასოთ, როგორც სირიის  მიერ  რუსეთიდან  პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა სარგებლის მიღების მიზნით განხორციელებული ქმედება. სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმები ამ ფაქტით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში  ილუზიების შექმნას ცდილობენ.

ეს არის რუსეთის მიერ მანიპულირებადი რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევისა, რასაც ადეკვატერი ქმედებები მოყვება საქართველოს სახელმწიფოსა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მაგრამ არც დღეს, არ ხვალ და არ მომავალში ამ  ე.წ. აღიარებას არანაირი მომავალი არააქვს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics