07:53 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 19:02:05, 1222 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: აღნიშნული ინიციატივები, ასევე, სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან

აღნიშნული ინიციატივები, ასევე, სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჭარბვალიანობა ერთ-ერთ მთავარ რისკ ფაქტორად განიხილება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი.

„აღნიშნული ინიციატივები, ასევე, სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. არსებობს უამრავი ანგარიში სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, რომელიც იძლევა რეკომენდაციას, გავაძლიეროთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები ეკონომიკაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, სარეიტინგო კომპანია „მუდისმა" (Moody's) ცალსახად დადებითად შეაფასა ჭარბვალიანობის აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ  ეს ხელს შეუწყობს საბანკო და საფინანსო სექტორში საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics