23:42 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 18:39:13, 1624 ნახვა

სამართალი
ზაზა სარალიძე: ბრალდებულმა საქმეში მირზა სუბელიანის ჩარევა დაადასტურა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს პირველი ჩვენება იმ არასრულწლოვანმა მისცა, რომელსაც პროკურატურა განზრახ მკვლელობას ედავება.

ერთ-ერთი მოკლულის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, პროცესზე არასრულწლოვანმა საქმეში პროკურორ მირზა სუბელიანის ჩარევა დაადასტურა.

„მოწმის ნათქვამით მიხეილ კალანდიას ქურთუკის მკლავზე დაინახა სისხლი და ასევე რაღაც საგანი რაც ხელში ეჭირა. პლიუს ამას,  დაადასტურა  მირზა სუბელიანთან შეხვედრა. როდესაც მირზა სუბელიანი მივიდა კალანდიების სახლში, მიესალმა კიდევაც მას და შემდეგ უკვე როდესაც სახლიდან გადიოდა, კალანდიამ უთხრა, რომ „ბიძაჩემი ხომ იცი რა მაგარი პროკურორია, თვითონ დაალაგებს ამ საქმესო“. ეს უკვე საკმაო ინფორმაცია არის. მირზა სუბელიანზე ჯერ აქამდე უნდა დაწყებულიყო სამართლებრივი დევნა, მაგრამ უკვე კიდევ ერთი მოწმიდან არის დადასტურებული მისი იქ ყოფნა და საქმეში უხეშად ჩარევა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ორი არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს. ერთი მოზარდი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე ჭრილობების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაშია მიცემული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics