|
2018-05-28 14:30:40, 1502 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსთვის ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წწ. სამოქმედო გეგმის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული სამოქმედო გეგმა დამტკიცებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2016 წლის მარტში, საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა 2016-2019 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული პროექტები და სამომავლო გეგმები. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა, ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა ვერენა ტეილორმა და საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. გამომსვლელების მიერ ხაზი გაესვა სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას და მომავალში აღნიშნული პროექტების განხორციელების აუცილებლობას. შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ისაუბრეს სამოქმედო გეგმის ფარგლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე. განხორციელებული და მიმდინარე პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის პროექტები, რომელიც ეხება: ციხეებში ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას; ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს; მოსამართლეების დამოუკიდებლობის გაზრდის ხელშეწყობას; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ადგილობრივ დონეზე განხორციელების კუთხით მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების უფლებამოსილების ზრდას; პოლიტიკაში ქალების ჩართულობის ამაღლების ხელშეწყობას, ნდობის აღდგენის პროექტები და სხვა. ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა ფინანსდება ევროპის საბჭოს და მისი წევრი ქვეყნების და ევროკავშირის მიერ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)