07:33 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 13:23:37, 1240 ნახვა

საზოგადოება
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად ლუის ვაიდენბოში წარადგინა

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა აღმასკომის წევრებს ნაკრების მწვრთნელის ერთ-ერთ კანდიდატად ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუის ვაიდენბოში წარუდგინა. 

როგორც ქევხიშსვილმა აღნიშნა, ფედერაციის აღმასკომის წევრები ლუის კვაიდენბოშის პროგრამას ისმენენ. მისივე თქმით, ფედერაცია მოლაპარაკებებს სხვა უცხოელ მწვრთნელებთანაც აწარმოებს.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ეს საქმიანი შეხვედრაა და მწვრთნელის პოზიციაზე მოლაპარაკებების დასრულებამდე არავინ დაინიშნება. 

გარდა ამისა, ქევხიშვილმა ფედერაციაში არსებულ დაძაბულობასა და ძიუდოისტების მიერ გამართულ აქციაზე საუბარი არ ისურვა. მისივე თქმით,  აღმასკომის წევრებთან აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა არ იქნება. 

აღსანიშნავია, რომ აღმასკომის სხდომა, პროტესტის ნიშნად აღმასკომის წევრმა და სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შოთა ხაბარელმა დატოვა. 

ხაბარელის განცხადებით, მისთვის მიურებელია შეხვედრის ფორმატი. 

"ფაქტობრივად რეალობის გრძნობა დაკარგული აქვთ. მე ვკითხე დავით ქევხიშვილს თუ ვისი მწვრთნელი უნდა იყოს ჰოლანდიელი სპეციალისტი. ვარჯიშზე სპორტსმენები არ დადიან", - განაცხადა ხაბარელმა. 

ცნობისთვის, ძიუდოისტები დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. სპორტსმენები პერიოდულად აქციებს მართავენ და აცხადებენ, რომ ქევხიშვილი ფედერაციას ერთპიროვნულად მართავს. თავად ქევხიშვილი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics