|
2018-05-28 12:48:50, 1278 ნახვა
საზოგადოება
გლდანის სპორტულ კომპლექსში სპორტულ-კულტურული ღონისძიება „მეგობრობა გზად და ხიდად“ გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გლდანის სპორტულ კომპლექსში სპორტულ-კულტურული ღონისძიება „მეგობრობა გზად და ხიდად“ გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს და მასში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტული ასპარეზობები ჩატარდა ბავშვებსა და ვეტერანებს შორის მინი-ფეხბურთში, კალათბურთში, ბაგირის გადაძალვაში. ჩატარდა ასევე ინტელექტუალური თამაში „სპორტული ვიქტორინა“. გამარჯვებული გუნდები თასებით, მედლებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სახელოვნებო ჯგუფების მონაწილეობით. ქართული სპორტის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის წარმატებული ვეტერანი სპორტსმენები - ვიქტორ სანეევი, კახი კახიაშვილი, ლერი ხაბელოვი, ლუკა კურტანიძე, ვლადიმერ გუცაევი, ვლადიმერ ბარქაია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდების დამეგობრებას, სხვადასხვა ერთობლივ სპორტულ-კულტურულ პროექტში მათ ჩართვას, დევნილ ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაღვივებას.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)