05:55 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 13:51:59, 1336 ნახვა

კომენტარი
ფინეთის პრეზიდენტი: რეფორმების განვითარების გზაზე საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია

ფინეთის პრეზიდენტის საული ნიინისტეს განცხადებით, რეფორმების განვითარების გზაზე საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია.

ნიინისტეს თქმით, ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში. 

„ჩემთვის დიდი პატივია თბილისში ყოფნა. ფინეთისა და ჩემი სახელით მინდა მოგილოცოთ დემოკრატიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავი. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ჩვენც, გასულ წელს ვიზეიმეთ ფინეთის დამოუკიდებლობა და რასაკვირველია, ყოველი დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია - თავისუფლება, თანასწორობა, განათლება, იმისათვის, რათა დინამიური, სიცოცხლით სავსე საზოგადოება ავაგოთ. ერთად ყოფნის პრინციპი აგრეთვე საერთაშორისო ურთიერთობებსაც ეხება. რა თქმა უნდა, პარტნიორებთან თანამშრომლობა, მეგობრობა სარგებლობას ანიჭებს თითოეულ ქვეყანას. საქართველო არაა მხოლოდ ფინეთის პარტნიორი, ის აგრეთვე არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი. ფინეთი საქართველოს მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში. საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების განვითარების გზაზე და იმედი მაქვს, რომ ამ ბილიკს ის არ გადაუხვევს. ბატონო პრეზიდენტო ,ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობასა და სუვერენიტეტს. გისურვებთ ბედნიერებასა და წარმატებას ჩვენს მეგობარ ერს. გისურვებთ, რომ გაგეგრძელებინოთ თქვენს მეგობრებთან, ჩვენთან ერთად წინსვლა. ფინეთი ულოცავს საქართველოს", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics