|
2018-05-26 12:24:22, 1472 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტს ანდრეი კისკას შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით საქართველო - სლოვაკეთის პერსპექტივები და შესაძლებლობები განიხილეს. პრეზიდენტებმა მიმოიხილეს სლოვაკეთის რესპუბლიკის ძლიერი მხარდაჭერის მნიშვნელობა და უდიდესი წვლილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. გიორგი მარგველაშვილმა ანდრეი კისკასთან რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასა და ნატო-ს სამიტისათვის მზადების საკითხებზე და საქართველოს პარტნიორების კოორდინირებული ქმედებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ანდრეი კისკას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური მონაწილეობისათვის. მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და რეალური ეკონომიკური კავშირების გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ანდრეი კისკას ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისათვის, რომელზეც საფუძველი ჩაეყარა კრინიცას ეკონომიკური საერთაშორისო, რეგიონული ფორუმის დაფუძნებას თბილისში. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეკონომიკურ ფორუმში 20-ზე მეტი სლოვაკური კომპანიის მონაწილეობა მნიშნვნელვონად შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნების ბიზნესწარმომადგენლებსა და საქმიან წრეებს მჭიდრო კონტაქტების დამყარებაში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)