|
2015-05-27 12:24:23, 471 ნახვა
პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი ყოფილ თანაპარტიელებზე: პასუხები, რომელსაც ჩვენ და მთლიანად საზოგადოება ელოდა, არ ყოფილა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტიიდან წასული წევრების დღევანდელ განცხადებას გამოემხაურა და აღნიშნა, რომ არსებულ კითხვის ნიშნებს პასუხი არ გაცემია. მისი თქმით, პარტიის უკვე ყოფილი წევრების მიერ გადადგმული ნაბიჯის შედეგი პრემიერის და მინისტრების აღტაცებული სახეებია. „ეს ნამდვილად არ იყო პოლიტიკური ლიდერის განცხადება, რადგან კითხვის ნიშნები კიდევ უფრო მეტი გაჩნდა. პასუხები კი, რომელსაც ჩვენ და მთლიანად საზოგადოება ელოდა, არ ყოფილა. შედეგი, რა ნაბიჯიც გადადგეს ნაციონალური მოძრაობის უკვე ყოფილმა წევრებმა, არის ღარიბაშვილის, ზოგადად მთავრობის, მინისტრების აღტაცებული სახეები. თითქოს, ისინი შეძლებენ ამით რაიმე პასუხისმგებლობა აირიდონ ქვეყნის უკუსვლაზე“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. ამასთან, როგორც ჭიბერაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მყარად დგას ფეხზე და ის კვლავ გააგრძელებს ქვეყნის წინსვლისკენ ბრძოლას. „მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ნაციონალური მოძრაობა მყარად დგას ფეხზე. ესაა ძირითადი ოპოზიციური ძალა. ჩვენ ძალიან კარგდ ვიცით, საით უნდა წავიდეს ქვეყანა და ღრმად ვართ დარწმუნებული, უცილებლად წინ წავიყვანთ საქართველოს. ნაციონალური მოძრაობა იქნება ის პარტია, რომელიც თითოეულ შეუსრულებელ დაპირებაზე კვლავაც გააგრძელებს პასუხის მოთხოვნას და თითოეული საკითხის აქტუალიზაციას“, - განაცხდა ჭიაბერაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)